თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ვირტუსი იტალიის ჩემპიონია | შენგელია MVP გახდა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ბრეშიას“ იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიის მესამე მატჩიც მოუგო (74:96) და იტალიის ჩემპიონი გახდა.  

ვირტუსმა პირველივე მეოთხედიდან დიდი უპირატესობა შეიქმნა (+13) და ეს ჰანდიკაპი ხელიდან აღარ გაუშვია.

ისევე როგორც მთელი სეზონის განმავლობაში, შენგელიამ გუნდს დღევანდელ შეხვედრაშიც ულიდერა. მან პარკეტზე 29 წუთი გაატარა და 31 ქულა, 9 მოხსნა და 5 ასისტი მოაგროვა. თორნიკემ 8-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, ოთხივე სამქულიანი ზუსტად ისროლა და ხუთივე საჯარიმო გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ „ვირტუსისთვის“ ეს მე-17 ჩემპიონობაა, რეკორდი კი „მილანს“ ეკუთვნის (31).

თორნიკე შენგელია: 

„ბოლონია ჩემთვის დროებითი გაჩერება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამის ნაცვლად აქ სახლი და ოჯახი ვიპოვე. ჩემთვის ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო. არა მხოლოდ კლუბი და ქომაგები, არამედ მთელი ქალაქი. თავიდანვე ყველაფერი ფანტასტიკური იყო. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, ამ კლუბს, ორგანიზაციას სამნახევარი არაჩვეულებრივი წლისთვის“.

ცნობისთვის, შენგელია „ვირტუსის“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს და გუნდთან ერთად ევროთასი (2022) და ორჯერ  იტალიის სუპერთასი (2022, 2023) მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ დიდი ალბათობით შენგელია კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ესპანური მედიის ცნობით, ქართველმა კალათბურთელმა კატალონიელებისთვის სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ტრანსფერის განხორციელებას წინ არაფერი უდგას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი შერმადინის ტენერიფე ვალენსიასთან დამარცხდა
გიორგი შერმადინის ტენერიფე ვალენსიასთან დამარცხდა