დამაჯერებელი ოკლაჰომა | თანდერი სუპერფინალურ სერიას 3:2-ს იგებს
„ოკლაჰომა სითი თანდერი“ „ინდიანა პეისერსთან“ სუპერფინალურ სერიაში დაწინაურდა. „ოქეისიმ“ მეხუთე შეხვედრა საკუთარ კედლებში გამართა, დამაჯერებელი თამაში ჩაატარა და 120:109 იმარჯვა.
„ოკლაჰომამ“ პირველი მეოთხედი 32:22 მოიგო, შესვენებაზე კი 14-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედში, „ინდიანამ“ ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ ბოლო მეოთხედში, შეი გილჯეს-ალექსანდერი და ჯეილენ უილიამსი ბრწყინვალენი იყვენ და საკუთარი გუნდი დააწინაურეს.
უილიამსი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო - 40 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა. გილჯეს-ალექსანდერმა 31 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება მიითვალა, ხოლო აარონ უიგინსს 14 ქულა ჰქონდა. „ინდიანას“ მხრიდან პასკალ სიაკამი გამოირჩა - 28 ქულა. ტი ჯეი მაკკონელმა 18 ქულა დააგროვა, ხოლო მაილს ტერნერმა - 13.
ცნობისთვის, „ოკლაჰომა“ სუპერფინალურ სერიას 3:2-ს იგებს და მომდევნო შეხვედრას სტუმრად გამართავს. მატჩი 20 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით, 04:30-ზე დაიწყება.