„კვარაცხელიას შოუ“ | როგორ გამოეხმაურა Calcionapoli24-ი ხვიჩას თამაშს
Calcionapoli24-ი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი გამოცემაა. მისი ჟურნალისტები საქართველოში იყვნენ ჩამოსული და „ნაპოლის“ მაშინდელი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს.
„კვარას“ წასვლის მიუხედავად, ნეაპოლური პორტალი 24 წლის გარემარბს უყურადღებოდ არასდროს ტოვებს. გამონაკლისი არც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, „ატლეტიკოსთან“ გამართული მატჩი ყოფილა, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელმა ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
„მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველმა დღემ სენსაციების გარეშე ჩაიარა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, პარი სენ-ჟერმენი ატლეტიკოს დაუპირისპირდა და პირველ ტაიმში უკვე 2:0-ს იგებდა. პარიზელთა შოუს მთავარი ვარსკვლავი კვლავინდებურად ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელიც მაღალი დონის მოქმედებებით გუნდს გაუძღვა. ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. მან ჯერ ფაბიან რუისს, შემდეგ კი ვიტინიას გაატანინა და დაამტკიცა, რომ ლუის ენრიკეს გუნდის საკვანძო ფეხბურთელია“, - წერს Calcionapoli24-ი.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში ყველა ტურნირზე გამართულ 26 შეხვედრაში კვარაცხელიას ანგარიშზე 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. მისი გუნდი მომდევნო 20 ივნისს, „ბოტაფოგოს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით, 05:00-ზე დაიწყება.