ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ფლანგზე ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ“ | დიეგო სიმეონემ პარი სენ-ჟერმენზე ისაუბრა

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და „ატლეტიკო“ 4:0 გაანადგურა. მატჩის შემდეგ, „როხიბლანკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა და პარიზელები შეაქო.

„პარი სენ-ჟერმენმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და თავისი ფეხბურთი ითამაშა. როდესაც ბურთი გვქონდა, იერიშების წარმოება არ გამოგვდიოდა და მათ პრესინგს ვერ ვუმკლავდებოდით. პირველ ტაიმში გატანილმა ორმა გოლმა შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩამორჩენა შევამცირეთ და 1:2 გავხადეთ, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, ლენგლეს გაძევების შემდეგ კი ყველაფერი ძალიან გართულდა. ნორმალურია, როდესაც პარი სენ-ჟერმენს, რომელსაც ახალგაზრდა და არაპროგნოზირებადი ფეხბურთელები ჰყავს, განსაკუთრებით ფლანგზე, კიდევ ორი გოლი გააქვს და ანგარიშს 4-მდე ამრგვალებს.

მაღალი ტემპერატურა? ორივე გუნდისთვის ერთი და იგივე ტემპერატურა იყო და სიცხე ორივე მხარეს აწუხებდა. მეტოქემ ჩვენზე უკეთ ითამაშა. პარი სენ-ჟერმენის ახალგაზრდა ფეხბურთელები ერთმანეთს კარგად უგებენ და ჰყავთ გარემარბები, რომლებსაც მეტოქე გუნდში სერიოზული დისბალანსის გამოწვევა შეუძლიათ.

პარი სენ-ჟერმენი შესანიშნავი გუნდია და ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. როდესაც ლუის ენრიკეს მარცხენა ფლანგზე პრობლემები გაუჩნდა და დახმარება დასჭირდა, კლუბმა იანვარში 70 მილიონი ევრო დახარჯა და ხვიჩა კვარაცხელია გაიფორმა. რა თქმა უნდა, ტრანსფერების შემდეგ, საჭიროა, ფეხბურთელები მაღალ დონეზე ათამაშო და პსჟ-ს ეს კარგად გამოსდის“.

ცნობისთვის, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ კვარაცხელიამ ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და ჯერ ფაბიან რუისს, შემდეგ კი ვიტინიას გაატანინა. ხვიჩა 72-ე წუთზე შეცვალეს, მისი გასვლის შემდეგ კი, „როხიბლანკოს“ კარი მაიულუმ და ლი კანგ-ინმა აიღეს.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      „ვარლამ ლიპარტელიანს ჩემი ოქრო ორმაგად გაუხარდება“ - მსოფლიოს ჩემპიონის პირველი კომენტარი
      „ვარლამ ლიპარტელიანს ჩემი ოქრო ორმაგად გაუხარდება“ - მსოფლიოს ჩემპიონის პირველი კომენტარი