ჯო როგანი დვალიშვილით და თოფურიათი აღფრთოვანებულია
UFC-ის ცნობილმა კომენტატორმა, ჯო როგანმა თავის შოუში, პრომოუშენის 2 გამორჩეულ ქართველ მებრძოლზე - მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიაზე ილაპარაკა.
მისი თქმით, მას „მანქანას“ წარმოუდგენელი ფიზიკური ამტანობა და დაუღალავი ტემპი აღაფრთოვანებს.
„ეს ბიჭი გიჟია. ყველა, ვინც ამ სპორტში ჩემსავით დიდი ხანია არის, შოკშია. ის ნამდვილი ფენომენია. როდესაც ის ოქტაგონზე გადის, არავის შეუძლია მას ამტანობასა და ტემპში შეეჯიბროს. უმარ ნურმაგომედოვი ელიტური მებრძოლია. სხვა დროს ის ჩემპიონი იქნებოდა, მაგრამ მერაბმა უბრალოდ გადაუარა. უმარმა მის ტემპს ვერ გაუძლო, მერაბი არც კი დაღლილა“, - თქვა როგანმა.
ილია თოფურიაზე ლაპარაკისას კი მან აღნიშნა, რომ „ელ მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ორი უდიდესი მებრძოლი - ალექსანდრ ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა.
„მანამდე ისინი ამ დივიზიონში არავის დაუნოკაუტებია, ილიამ კი ეს მარტივად გააკეთა. ის ყველაფერს იდეალურად აკეთებს, მისი ტექნიკა იდეალურია, თავად კი მიზანდასახული და ულტრა-თავდაჯერებულია. ეს სპორტისთვის საოცარი დროა“, - თქვა როგანმა.