მერაბ დვალიშვილი, რიკი სიმონი
Aa
Aa

„მერაბი დამარცხებული მყავს და სიამოვნებით ვეჩხუბებოდი ისევ“ – რიკი სიმონი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, რიკი სიმონმა ამავე წონის ჩემპიონზე, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა.

სიმონმა, რომელიც ჯერჯერობით უკანასკნელი მებრძოლია, რომელმაც მერაბს მოუგო, განაცხადა, რომ „მანქანასთან“ კიდევ ერთხელ ჩხუბი სურს.

„ჩემი მიზანი ჩემპიონობაა. ასე რომ, არ მაინტერესებს, ვისთან ჩხუბს შემომთავაზებს UFC. მათი გეგმების შესახებ არაფერი ვიცი. იმედია, ეს ბრძოლა ტოპ-15ში დაბრუნებაში დამეხმარება.

მიხარია, რომ მერაბმა წარმატებას მიაღწია და დომინანტი ჩემპიონი გახდა. თუმცა მე ის დამარცხებული მყავს და ამიტომ ჩემი ძალების მჯერა. საუკეთესოებთან მიჩხუბია, მათ შორის ჩემპიონთან, ამიტომ ვიცი, რომ მწვერვალზე ასვლა შემიძლია.

ვიცი, რომ UFC-ში ჩემი და მერაბის რემატჩის ორგანიზება სურდათ, როდესაც მე საუკეთესო ათეულში ვიყავი, ის კი ტოპ-ხუთეულში იყო. თუმცა მერაბს არაფერში ვადანაშაულებ - მისთვის ჩემთან ჩხუბს აზრი არ ჰქონდა“.

ცნობისთვის, სიმონისა და დვალიშვილის ჩხუბი 2018 წლის 22 აპრილს შედგა, როდესაც მსაჯთა საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილების შემდეგ ჩხუბის ბოლო წამზე მერაბს სამბიშენით მარცხი ჩაეთვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოლივეირას მწვრთნელი: დარწმუნებული ვარ, ჩარლზი ნოკაუტით ან საბმიშენით მოიგებს
ოლივეირას მწვრთნელი: დარწმუნებული ვარ, ჩარლზი ნოკაუტით ან საბმიშენით მოიგებს