„მერაბისა და სტერლინგის ჩხუბი მინდა ვიხილო“ - თი ჯეი დილაშოუ
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, თი ჯეი დილაშოუმ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონზე, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა.
„მინდა, მერაბისა და ალჯამეინ სტერლინგის ჩხუბი ვიხილო. ეს მათ ორივეს ძალიან დიდ ფულს მოუტანდა. მესმის, რომ ისინი საუკეთესო მეგობრები არიან, მაგრამ როდესაც დიდ ჰონორარზეა საუბარი, მეგობრობა მეორე პლანზე უკანა გადავიდეს. ისინი ხომ ფულის გამო ჩხუბობენ! ვფიქრობ, ეს საინტერესო ისტორია იქნებოდა“.
ცნობისთვის, დვალიშვილმა რამდენიმე კვირის წინ შონ ომალი მეორედ დაამარცხა და ჩემპიონის ქამარიც მეორედ დაიცვა. დიდი ალბათობით, დვალიშვილის მომდევნო მეტოქე კორი სენდჰეგენი იქნება. თავად „მანქანა“ ამბობს, რომ სენდჰეგენმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა.
აქვე გეტყვით, რომ სტერლინგი და დვალიშვილი ერთ წონით დივიზიონში ასპარეზობდნენ, სტერლინგი სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონიც იყო, თუმცა შონ ომალისთან სატიტულო ბრძოლაში მარცხის შემდეგ ალჯო ქვემსუბუქ წონაში ავიდა.
აქვე გეტყვით, რომ თი ჯეი დილაშოუ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ორგზის ჩემპიონია. 2022 წელს ის პრეტენდენტის რანგში საჩემპიონო ბრძოლაში სწორედ სტერლინგს შეხვდა, თუმცა ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა და მალევე კარიერაც დაასრულა.