ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები | რომელზეა კვარა Four Four Two-ს რეიტინგში

Four Four Two-მ მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები დაასახელა. ავტორიტეტული ბრიტანული ჟურნალის ტოპ 10-ში „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. „კვარა“ მეორე პოზიციას იკავებს და მხოლოდ რაფინიას ჩამორჩება.

„ტრებლი პარი სენ-ჟერმენთან ერთად და სკუდეტოს მორიგი მედალი ერთ სეზონში? ცუდი არაა...

ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე, საქართველოს ოქროს ბიჭუნას, ხვიჩა კვარაცხელიას აღზევება ისეთი რამაა, რასაც ევრო 2024-ის მაყურებელთა უმრავლესობა ველოდებოდით და ვვარაუდობდით, რომ მოხდებოდა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორი ორივე ფეხით ერთნაირად კარგად თამაშობს და ნამდვილი კოშმარია, როდესაც შენ წინააღმდეგ მოდის.

გამომდინარე იქიდან, რომ პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავს ჭკვიანური ჯარიმების მოპოვება უყვარს და მეტოქე გუნდის მცველებს იტყუებს ორთაბრძოლებში, რომლებშიც მათაც კი იციან, რომ შანსი არ აქვთ, ხვიჩას ჯეკ გრილიშს ადარებდნენ. თუმცა, ამ სეზონში, კვარადონა ახალ დონეზე ავიდა და უსმან დემბელეს გვერდით, მარცხენა გარემარბის გარდა, ცენტრფორვარდის პოზიციაც შეითავსა“, - წერს Four Four two.

ბრიტანული გამოცემის რეიტინგი ასე გამოიყურება

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ტატოს მეორე ვერცხლი მსოფლიოზე - გრიგალაშვილი ფინალში დამარცხდა
ტატოს მეორე ვერცხლი მსოფლიოზე - გრიგალაშვილი ფინალში დამარცხდა