ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

ტატოს მეორე ვერცხლი მსოფლიოზე - გრიგალაშვილი ფინალში დამარცხდა

ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა - უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე პლანეტის პირველობის 81 კილოგრამ წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში ის რუს ტიმურ არბუზოვთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა და ამ ტურნირზე ვიცე-ჩემპიონობას ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ ამ ძიუდოისტების გზები უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე მესამედ გადაიკვეთა - წინა მსოფლიოს ფინალში ტატომ გაიმარჯვა, ევროპის პირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში არბუზოვმა მოიგო და ამჯერადაც გამარჯვებული ის დარჩა. 

ფინალამდე გრიგალაშვილმა ოთხი შეხვედრა გამართა და საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არც ერთ მათგანში არ დაუყენებია. 25 წლის ქართველმა ძიუდოისტმა შეჯიბრება თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედატ ალბაირაქის ძლევით დაიწყო, რასაც გეორგი გრამატიკოვთან 45 წამში იპონით გამარჯვება მოჰყვა. ყველაზე მძიმე ბრძოლა გრიგალაშვილმა მეოთხედფინალში გადაიტანა, როდესაც 9-წუთიან თრილერში  ბელგიელ მატიას კასეს აჯობა, ხოლო ფინალის საგზური აზერბაიჯანელ ზელიმ ტკაევთან ორი იუკოთი გამარჯვებით მოიპოვა.

ხვალ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური იასპარეზებს და შეეცდება მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვოს. მის გარდა ამავე წონით კატეგორიაში კი 2023 წლის პლანეტის პირველობის გამარჯვებული ლუკა მაისურაძე გამოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საოცარი მომენტი, საოცარი ჩემპიონი“ | IJF-ი ეთერ ლიპარტელიანზე წერს
„საოცარი მომენტი, საოცარი ჩემპიონი“ | IJF-ი ეთერ ლიპარტელიანზე წერს