დილა
Aa
Aa

დილა გამოცდილმა იტალიელმა მწვრთნელმა ჩაიბარა

გორის „დილას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს - კლუბს 49 წლის იტალიელი სპეციალისტი დიეგო ლონგო გაწვრთნის.

როგორც კლუბის განცხადებაშია აღნიშნული, „დილაში“ გადმოსვლამდე ლონგო იტალიის სერია ც-ს კლუბ „სესტრის“ წვრთნიდა, მანადმე კი ასევე მთავარი მწვრთნელის თანამდებობას იკავებდა ალბანურ „ტეუტაში“, „ფლამურტარიში“ და „კუკესიში“.

გარდა ამისა, დიეგო ლონგო მუშაობდა მთავარი მწვრთნელის ასისტენტად კიევის „ დინამოში“, საუდის არაბეთის „ალ ჰილალში“ და ბერძნულ „პაოკში“.

დილას ახალ მწვრთნელს სანაკრებო გამოცდილებაც აქვს - 2009-2011 წლებში ლონგო რუმინეთის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „დილას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ოჯახური მიზეზების გამო პორტუგალიელმა რიკარდო კოშტამ დატოვა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2024 წლის Crystalbet ეროვნული ლიგის გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა და კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა ჩემპიონი გახდებით, აუცილებლად ჩამოვალ“ | სახო ტორპედოს ტოვებს
„როცა ჩემპიონი გახდებით, აუცილებლად ჩამოვალ“ | სახო ტორპედოს ტოვებს