ოფიციალურად - ჟოან გარსია ბარსელონას ფეხბურთელია
„ბარსელონამ“ ჟოან გარსიას გაფორმების შესახებ გამოაცხადა.
როგორც კატალონიური კლუბი იუწყება, 24 წლის ესპანელი კონტრაქტს პარასკევს გააფორმებს და ის 2031 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვლილი.
შეგახსენებთ, რომ გარსია მანამდე „ესპანიოლში“ თამაშობდა. მან თავი მიმდინარე სეზონში დიდებულად წარმოაჩინა და გულშემატკივრებს თავი არაერთი გამორჩეული მოგერიებით დაამახსოვრა.
ასევე გეტყვით, რომ ჟოანი ესპანიოლის აკადემიის აღზრდილი გახლავთ და პირველ გუნდში 2021 წლიდან თამაშობს. გარსია ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 25 მილიონი ევროა.