თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ვირტუს ბოლონიამ დაადასტურა | შენგელია ბარსელონაში მიდის

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ სეზონი ტრიუმფით დაასრულა და იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატი ისტორიაში მეჩვიდმეტედ მოიგო. ქართველი კალათბურთელი „ბრეშასთან“ გამართული ფინალური სერიის MVP გახდა და წარმატების შემდეგ, იტალიელთა პრეზიდენტმა, მასიმო ძანეტიმ დაადასტურა, რომ შენგელია „ბარსელონაში“ გადადის.

„გაისად, ახალგაზრდა შემადგენლობა გვეყოლება. უკვე ვიცით, რომ თორნიკე შენგელია წავა, მარკო ბელინელი კი კარიერას დაასრულებს. ჩვენი მიზანია, უფრო ღრმა და ძლიერი შემადგენლობა გვყავდეს.

თორნიკე შენგელიამ ესპანეთიდან ისეთი წინადადება მიიღო, უარს ვერ იტყოდა. თოკოს ბავშვობის წლები ესპანეთში აქვს გატარებული და ეს ცხოვრებისეული გადაწყვეტილება მიიღო. ვუთხარი, რომ ბარსელონაში მას და მის მეუღლეს აუცილებლად ვესტუმრები. თოკო ბოლო მატჩამდე ნამდვილი პროფესიონალი იყო. მან გუნდისთვის გული და სული გაიღო და არასდროს მინახავს, ასე კარგად ეთამაშოს“.

ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიამ“ „ბრეშა“ 3:0 დაამარცხა, შენგელია კი სამივე შეხვედრაში გამორჩეული იყო. პირველ მატჩში, თოკომ 29 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა. მეორე შეხვედრაში მის ანგარიშზე 15 ქულა, 8 მოხსნა და 7 ასისტი იყო, ხოლო სერია 31 ქულით, 9 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით დახურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯო როგანი დვალიშვილით და თოფურიათი აღფრთოვანებულია
ჯო როგანი დვალიშვილით და თოფურიათი აღფრთოვანებულია