უცნაური მიზეზი | ურავას კაპიტანმა რივერის ფეხბურთელებს ხელი არ ჩამოართვა
Aa
Aa

უცნაური მიზეზი | ურავას კაპიტანმა რივერის ფეხბურთელებს ხელი არ ჩამოართვა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, „რივერ პლეიტი“ „ურავას“ დაუპირისპირდა. არგენტინულმა კლუბმა 3:1 მოიგო, თუმცა, ფეხბურთის გულშემატკივრების ყურადღება შეხვედრის დაწყებამდე მომხდარმა ფაქტმა უფრო მიიქცია.

მატჩამდე, ფეხბურთელები ერთმანეთს მიესალმნენ და ხელი ჩამოართვეს, მაგრამ მათ შორის მარიუს ჰოიბრატენი არ ყოფილა. ეს უკანასკნელი „ურავას“ კაპიტანია და გუნდს სწორის ის გაუძღვა, მაგრამ „რივერ პლეიტის“ მოთამაშეებსა და მსაჯებს ხელი არ ჩამოართვა, მისი თანაგუნდელები კი მეტოქესა და არბიტრებს ჩვეულებრივად მიესალმნენ.

„რივერ პლეიტის ფანებს მივმართავ. მატჩისწინა ცერემონია ისე იყო დაორგანიზებული, ჩემთვის სიახლეს წარმოადგენდა და ამის გამო, ფეხბურთელებისთვის ხელის ჩამორთმევა დამავიწყდა. დავიბენი და ვერ მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა. ამიტომ გავიარე ხელის ჩამორთმევის გარეშე.

ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს რივერ პლეიტის ფეხბურთელები უყურადღებოდ დავტოვე, მაგრამ ეს ჩემი განზრახვა არ ყოფილა. მატჩის შემდეგ, მოთამაშეებს გასახდელში ბოდიში მოვუხადე და ახლა იმავეს თქვენთან მიმართებით ვაკეთებ. გილოცავთ გამარჯვებას! წარმატებები მომავალ შეხვედრებში“, - ახსნა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა.

სხვათა შორის, „რივერ პლეიტი“ და „ურავა“ E ჯგუფში არიან, რომელშიც მათ გარდა, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად „მონტერეი“ და „ინტერი“ იბრძვიან. ამ გუნდების შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ღამის კლუბში კაცი დაანოკაუტა | კონორ მაკგრეგორის სკანდალური ვიდეო
ღამის კლუბში კაცი დაანოკაუტა | კონორ მაკგრეგორის სკანდალური ვიდეო