კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

ღამის კლუბში კაცი დაანოკაუტა | კონორ მაკგრეგორის სკანდალური ვიდეო

კონორ მაკგრეგორი უცხოური პრესის მთავარ სასაუბრო თემად კიდევ ერთხელ იქცა. ირლანდიელი მებრძოლი იბიცაზე იმყოფება და ცნობილ ღამის კლუბს, Pacha-ს ესტუმრა, სადაც საკუთარი მარცხენა ხელი კიდევ ერთხელ გამოიყენა.

The Sun-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მაკგრეგორი საცეკვაო სცენის პლატფორმაზე დგას და უცნობ მამაკაცს ელაპარაკება. დაახლოებით 10 წამის შემდეგ, კონორი მას მარცხენა ხელით ურტყამს, მარჯვენაში კი ალკოჰოლური სასმელით სავსე ჭიქა უჭირავს.

პირველი დარტყმა მთლად სუფთა არ აღმოჩნდა და მაკგრეგორმა გადაწყვიტა, მარცხენა კიდევ ერთხელ მოექნია. მეორე ცდაზე, სუფთად მოარტყა და უცნობი მამაკაცი ნოკაუტში აღმოჩნდა, ირლანდიელი მებრძოლი კი მისმა თანმხლებმა პირებმა დაიცვეს და გადაეფარნენ.

საინტერესოა, რომ The Sun-ი ინციდენტის შემსწრე ადამიანებს დაუკავშირდა და მათი თქმით, მამაკაცი, რომელიც კონორმა დაანოკაუტა, კლუბიდან გააგდეს, ირლანდიელი კი დატოვეს და მან ალკოჰოლის მიღება და გართობა განაგრძო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა თანხას ითხოვს სენტ-ეტიენი | ზურიკოზე ოფიციალური წინადადება ჯერ არ ყოფილა
რა თანხას ითხოვს სენტ-ეტიენი | ზურიკოზე ოფიციალური წინადადება ჯერ არ ყოფილა