ნეიმარი
Aa
Aa

„ხალხი ფიქრობს, რომ წვეულებებსა და კარნავალებს ყოველდღე ვესწრები“ - ნეიმარი

ნეიმარმა, რომელიც ამჟამად მშობლიური „სანტოსის“ ღირსებას იცავს, Flow Podcast-ში განაცხადა, რომ ხალხს მისი ცხოვრების წესთან დაკავშირებით მცდარი წარმოდგენა აქვს შექმნილი.

კერძოდ, ნეიმარი მიიჩნევს, რომ მისი ცხოვრების წესი უსამართლო კრიტიკას იწვევს.

„ადამიანებს აქვთ კონკრეტული წარმოდგენა ჩემზე, როგორც ფეხბურთელსა და სპორტსმენზე. ისინი ფიქრობენ, რომ წვეულებები და კარნავალები, რომლებსაც ვესწრებოდი, ყოველდღე იმართებოდა, და არა მაშინ, როდესაც ამისთვის დრო მქონდა - შვებულების დროს ან დასვენების დღეებში.

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ უკვე 15 წელია, მაღალ დონეზე ვთამაშობ როგორც კლუბში, ისე ბრაზილიის ნაკრებში. ეს დიდ თავგანწირვას მოითხოვს, ბევრ რამეზე მიწევს უარის თქმა. ის, რასაც მე მივაღწიე, რთული მისაღწევია - ამიტომ ამით ძალიან ვამაყობ“.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში „ბარსელონას“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი ფორვარდი მშობლიურ „სანტოსში“ დაბრუნდა, სადაც პროფესიულ კარიერას იწყებდა. პარიზული კლუბის შემდეგ ნეიმარი საუდის არაბეთში, „ალ ჰილალს“ შეუერთდა, თუმცა ტრავმების გამო ორ წელიწადში მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიკო უილიამსი და ბარსელონა კონტრაქტზე შეთანხმდნენ
ნიკო უილიამსი და ბარსელონა კონტრაქტზე შეთანხმდნენ