“მოედანზე წასაგებად არ გავდივართ“ - ვან დაიკმა კრიტიკოსებს უპასუხა
ლივერპულმა 4-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში ასტონ ვილა 2:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ვირჯილ ვან დაიკმა კრიტიკოსებს უპასუხა.
ვან დაიკი:
„ზოგიერთი კრიტიკული გამონათქვამი აბსოლუტურად სასაცილოა. სამწუხაროდ ამას უნდა შევეგუოთ. გარე ხმაურმა შესაძლოა ფეხბურთელებამდე მიაღწიოს. აქედან გამომდინარე ერთიანობაა საჭირო. მოედანზე თამაშის წასაგებად არ გავდივართ. გამარჯვება ყოველთვის გვსურს, მაგრამ გარანტია არ არსებობს.
პრემიერ ლიგა მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა და აქ სიმშვიდის შენარჩუნება რთულია, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ, თუ გვინდა, რომ იქ დავბრუნდეთ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. ახლა დროა, რომ მუშაობა გავაგრძელოთ. ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ნებისმიერი პლატფორმიდან, ნებისმიერს შეუძლია თავისი აზრის გამოთქმა. ამისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ.
გასულ სეზონში ნეგატიური რაღაცები დიდად არ გვსმენია. ყველაფერი მზიანი იყო. ახლა გარე სამყაროსთვის ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს გასავარდნ ზონაში ვიყოთ და დარჩენისთვის ვიბრძოდეთ. სამწუხაროდ, მსოფლიოში ყველაფერი ასე მუშაობს.“
შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ 4 მატჩი წააგო და გულშემატკივრების კრიტიკა სწორედ ამან გამოიწვია.
ასტონ ვილას წინააღმდეგ, გიორგი მამარდაშვილი თამაშობდა, რომელმაც 3 მოგერიება შემოგვთავაზა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.