ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„საოცარი სეზონი ჰქონდა“ | ხვიჩა TNT Sports-ის ოქროს ბურთის რეიტინგში მეათეა

ბრიტანულმა სატელევიზიო არხმა, TNT Sports-მა „ოქროს ბურთის“ პრესტიჟული ჯილდოს საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა. „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 10-ში მოხვდა და ქართველი გარემარბი მეათე პოზიციას იკავებს.

„ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი სეზონი ჰქონდა და ნაპოლისა და პარი სენ-ჟერმენის მაისურით, ორი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, პლეიოფში, პარიზელთა რიგებში წამყვანი როლი ჰქონდა.

კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენის საკვანძო ფეხბურთელია და გუნდის შეტევის ხაზი ახალ დონეზე აიყვანა. თუმცა, ისეთი სტატისტიკა არ აქვს, რომ ჩვენს რეიტინგში უფრო მაღალი პოზიცია დაიკავოს“.

TNT Sports-ის რეიტინგში მეცხრე კილიან მბაპეა, მერვე - ჯანლუიჯი დონარუმა, მეშვიდე - მოჰამედ სალაჰი, მეექვსე - აშრაფ ჰაკიმი, მეხუთე - ნუნუ მენდეში, მეოთხე - რაფინია, მესამე - ლამინ იამალი, მეორე - უსმან დემბელე, პირველი - ვიტინია. სხვათა შორის, ვიტინიას პირველ ადგილზე გაყვანის გარდა, კიდევ ერთი უცნაურობა ისაა, რომ TNT Sports-ის ჟურნალისტებმა ხვიჩა კვარაცხელიას სახელი და გვარი ასე დაწერეს - Kvicha Kvaratskhelia.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები | რომელზეა კვარა Four Four Two-ს რეიტინგში
მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები | რომელზეა კვარა Four Four Two-ს რეიტინგში