ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ისევ გადამწყვეტი იყო“ | LEquipe-მა კვარაცხელიას ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დომინანტური გამარჯვებით გახსნა. ლუის ენრიკეს გუნდი „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდა და „როხიბლანკო“ 4:0 გაანადგურა. „კვარამ“ ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა მას ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება დაუწერა.

„ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და საოცარი გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო, გადამწყვეტი როლი კიდევ ერთხელ ითამაშა და პარი სენ-ჟერმენს დაეხმარა, ატლეტიკო მარტივად დაემარცხებინა.

რამხელა დიდსულოვნება ქართველი ფეხბურთელის მხრიდან! ის ბევრს დარბოდა და დაცვაში ყოველთვის ჩადიოდა, რისი მაგალითიც 42-ე წუთია. მარცხენა გარემარბად განწესებულ კვარაცხელიას ისიც არ დავიწყებია, რომ შეტევაში სახიფათო ყოფილიყო და ორი საგოლე გადაცემით, გადამწყვეტიც გახლდათ. 49-ე წუთზე, ჩახვეული დაარტყა და ობლაკის მოგერიების შემდეგ, ბურთი ძელს მოხვდა“, - წერს L’Equipe-ი.

ფრანგულმა გამოცემამ კვარაცხელიას თამაში 8 ქულით შეაფასა. L’Equipe-მა ნუნუ მენდეშს, აშრაფ ჰაკიმის, ვიტინიასა და ფაბიან რუისს 7 ქულა დაუწერა. მარკინიოსმა, ვილიამ პაჩომ, ჟოაუ ნევეშმა, ჯანლუიჯი დონარუმამ და დეზირე დუემ 6 ქულა მიიღეს, ხოლო გონსალუ რამუშმა - 4.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვარლამ ლიპარტელიანს ჩემი ოქრო ორმაგად გაუხარდება“ - მსოფლიოს ჩემპიონის პირველი კომენტარი
„ვარლამ ლიპარტელიანს ჩემი ოქრო ორმაგად გაუხარდება“ - მსოფლიოს ჩემპიონის პირველი კომენტარი