აკილე პოლონარა
Aa
Aa

მძიმე დიაგნოზი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე დაუდგინეს

„ვირტუსის“ კალათბურთელს აკილე პოლონარას სიმსივნე დაუდგინეს. 33 წლის კალათბურთელი რამდენიმე დღის წინ შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფოდ ბოლონიის ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი და დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ მას მიელოიდური ლეიკემიის მძიმე ფორმა აქვს, რასაც სერიოზული მკურნალობა სჭირდება.

პოლონარას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ორი წლის წინაც ჰქონდა - 2023 წელს მას სათესლე ჯირკვლების კიბო დაუდგინეს, რის გამოც ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, რამაც იმდენად კარგი შედეგი გამოიღო, რომ იტალიელმა კალათბურთის თამაშის გაგრძელებაც მოახერხა. თუმცა, რამდენაც შეძლებს ამჯერად ამის გაკეთებას, ექიმებს ზუსტი პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

ცნობისათვის, პოლონარა და მისი თანაგუნდელები იტალიის ჩემპიონობასთან ახლოს არიან - „ვირტუსი“ „ბრეშას“ ფინალურ სერიაში 2:0 ამარცხებს და ორივე მატჩის MVP თორნიკე შენგელია გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან საინტერესო კალათბურთელია“ | ხუან კარლოს ნავარომ შენგელიაზე ისაუბრა
„ძალიან საინტერესო კალათბურთელია“ | ხუან კარლოს ნავარომ შენგელიაზე ისაუბრა