კომპენსაციის გადახდა მოუწევს - დანი ალვეშის მორიგი გასაჭირი
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშის, დანი ალვეშის ცხოვრებაში უკანასკნელი ორი წელიწადი ყველაზე მძიმე გამოდგა. 2023 წელს გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრეს და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ინსტანციამ ფეხბურთელის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, მაშინდელი მოვლენების გამო, სამხრეთ ამერიკელს გარკვეული თანხის გადახდა ახლა მოუწევს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ალვეში იმ პერიოდში, როდესაც მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა და დაიჭირეს, „პუმასის“ ღირსებას იცავდა. მექსიკურმა კლუბმა კი, მის წინააღმდეგ სარჩელი სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა და მოითხოვა იმ მორალური კომპენსაციის ანაზღაურება, რაც კლუბმა ალვეში საქმის გასაჯაროების შემდეგ მიიღო. საქმის დეტალური განხილვის შემდეგ, დანი „პუმასთან“ გაამტყუნეს და შესაბამისად, მას „აცტკური“ კლუბის მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის გადახდა მოუწევს.
კონკრეტული თანხის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია და მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, როდესაც FIFA-ში არსებული ფეხბურთელთა და კლუბების უფლებების კომიტეტი საქმის სიმძიმიდან გამომდინარე ზუსტ რიცხვს დაასახელებს.