ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ატლეტიკოს ცხოვრება გაუმწარა“ | როგორ შეაფასა ფრანგულმა პრესამ კვარას თამაში

ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. „კვარას“ „პარი სენ-ჟერმენმა“ „ატლეტიკო“ 4:0 გაანადგურა, ქართველი ფეხბურთელი კი საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და მის გამოსვლას ფრანგული პრესა გამოეხმაურა.

Footmercato: „ორი აზრი არაა, რომ პარიზელთა ყველაზე სახიფათო შემტევი იყო. პირველივე წუთიდან აქტიურობდა და ლორენტეს ცხოვრება გაურთულა. ქართველმა გარემარბმა საგოლე მოქმედებებშიც მიიღო მონაწილეობა და მეორე ტაიმში, მისი ბრწყინვალე დარტყმა ობლაკმა მოიგერია და ბურთი ხარიხას მოხვდა“.

Maxifoot: „პარი სენ-ჟერმენის გარემარბის თამაში კმაყოფილების წყარო კიდევ ერთხელ იყო. ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც შეუძლია, ინდივიდუალურობით, განსხვავება შექმნას, მეტოქე გუნდის რიგებში დისბალანსი შეიტანა. პირველი გოლი მის გადაცემას მოჰყვა და რამდენიმე ეპიზოდი იყო, როდესაც საკუთარი კლასი აჩვენა და ბრწყინვალე ტექნიკური კომბინაციები შემოგვთავაზა. მაგალითად, ვიტინიას გოლის მომენტში. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, გატანასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ობლაკმა აუღო“.

90min: „ქართველმა გარემარბმა მატჩი კარგად დაიწყო და მე-19 წუთზე, საგოლე გადაცემის სახით, ჯილდოც მიიღო. ამას მოჰყვა მეორე ასისტი და მისი პასით ვიტინიამ გაიტანა. კვარაცხელია ძალიან აქტიური იყო, როგორც საკუთარ ფლანგზე ჩარბენების, ისე თანაგუნდელების მისამართით გაკეთებული გადაცემების მხრივ. კალიფორნიულმა სიცხემ მასზე გავლენა ვერ მოახდინა. პირიქით, დაცვაში და შეტევაში უფრო მეტს მუშაობდა, რასაც ლუის ენრიკე აუცილებლად დაუფასებს“.

Le Parisien: „ქართველი ფეხბურთელი ყველა მატჩში ისე თამაშობს, თითქოს ეს მისი ბოლო შეხვედრა იყოს. სიცხის მიუხედავად, დაცვაში ბევრჯერ ჩავიდა და თანაგუნდელებს დახმარების ხელი გაუწოდა. ამავდროულად, შეტევაშიც საკვანძო ფიგურა იყო და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. 50-ე წუთზე, ბურთი ხარიხას გაარტყა“.

Culturepsg: „ორი ასისტი და პრაქტიკულად გოლის ავტორი. ქართველმა გარემარბმა ატლეტიკოს ცხოვრება გაუმწარა“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში ყველა ტურნირზე გამართულ 26 შეხვედრაში კვარაცხელიას ანგარიშზე 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. მისი გუნდი მომდევნო 20 ივნისს, „ბოტაფოგოს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისევ გადამწყვეტი იყო“ | LEquipe-მა კვარაცხელიას ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა
„ისევ გადამწყვეტი იყო“ | LEquipe-მა კვარაცხელიას ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა