„ლეგენდა დამარცხდა“ – IJF-ი ტატო გრიგალაშვილზე
უნგრეთში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. სხვა ნებისმიერი სპორტსმენისთვის მსგავსი დონის ტურნირზე მოპოვებული ვერცხლი დიდ წარმატებად ჩაითვლებოდა, მაგრამ არა ტატოსთვის, რომელსაც აქამდე პლანეტის პირველობა ზედიზედ სამჯერ ჰქონდა მოგებული. 25 წლის ქართველის დომინაციის დასრულებას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი გამოეხმაურა.
რას წერს IJF-ი
81 კილოგრამ წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთის წინაშე ორი დიდი სპორტსმენი წარსდგა და მაყურებელმა უმაღლესი კლასის ძიუდო იხილა. დამარცხდა ლეგენდა, რომელმაც საფინალო მეტოქისგან განსხვავებით უფრო რთული გზა გაიარა და შესაძლოა მცირე გადაღლაც ეტყობოდა. გრიგალაშვილისა და არბუზოვის გზები უკანასკნელ ერთ წელიწადში სამჯერ გადაიკვეთა და არბუზოვმა მეორედ გაიმარჯვა.
ცნობისათვის, ტატო გრიგალაშვილი ერთადერთი ქართველი ძიუდოსტია ისტორიაში, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ ხუთჯერ გავიდა. ის როგორც პლანეტის, ასევე კონტინენტის პირველობის სამგზის გამარჯვებულია.