დონეცკის შახტარი, ირაკლი აზაროვი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ტირასპოლის შერიფი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

ევროპა ლიგის წილისყრა | ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ევროპა ლიგის 2025/26 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ევროპის რიგით მეორე საკლუბო ტურნირის პირველ ეტაპზე საკუთარი მეტოქეების ვინაობა ორმა ისეთმა კლუბმაც გაიგო, რომელთა ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები იცავენ.

დონეცკის „შახტარი“ (ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი) ფინურ „ილვესს“ დაუპირისპირდება.

ვლადიმერ მამუჩაშვილის ტირასპოლის „შერიფს“ კი წილისყრამ მეტოქედ კოსოვოს წარმომადგენელი „პრიშტინა“ არგუნა.

როგორც „შახტარი“, ისე „შერიფი“ პირველ მატჩებს საკუთარ მოედანზე გამართავენ.

ცნობისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 10 ივლისს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი 17 ივლისს არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები | რომელზეა კვარა Four Four Two-ს რეიტინგში
მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები | რომელზეა კვარა Four Four Two-ს რეიტინგში