მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

ომალის ფანი ნარკოზიდან გამოვიდა და გაიგო, რომ შუგამ წააგო | მერაბმა ბოდიში მოუხადა

UFC 316-ის მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო დაპირისპირება იყო. ქართველმა მებრძოლმა UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი მეორედ დაიცვა და „შუგა“ მახრჩობელა ილეთით, მესამე რაუნდში დაამარცხა.

ომალისა და დვალიშვილის ჩხუბის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში სასაცილო ვიდეო გავრცელდა. მასში ვხედავთ „შუგას“ თავგადაკლულ გულშემატკივარს, რომელსაც ორთაბრძოლის დროს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ჩხუბის შედეგი ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ გაიგო.

„ნიკ, შენთვის ცუდი ამბავი მაქვს. ვწუხვარ, მაგრამ შონ ომალიმ წააგო. არაუშავს პატარავ, არაუშავს. შონს ახრჩობდნენ და დანებდა“, - ეუბნება ომალის ფანს მისი დედა. „არააააააა. მერაბი მეზიზღება“, - ამბობს „შუგას“ ქომაგი და საკუთარი კერპის მარცხს განიცდის.

გულშემატკივრის ვიდეო „მანქანამაც“ ნახა და უპასუხოდ არ დაუტოვებია. მერაბმა „ინსტაგრამზე“ კომენტარი დატოვა და ომალის ფანს ბოდიში მოუხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცვლილებები კვარაცხელიასაც შეეხო | Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა
ცვლილებები კვარაცხელიასაც შეეხო | Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა