NBA-ის სუპერფინალი | ინდიანა ოკლაჰომასთან დაწინაურდა
NBA-ის სუპერფინალურ სერიაში „ინდიანა“ დაწინაურდა - სერიის მესამე მატჩში „პეისერსმა“ „ოკლაჰომას“ 116:107 მოუგო და ანგარიში 2:1 გახადა.
სამი მეოთხედის შემდეგ „ოკლაჰომა“ 5-ქულიან უპირატესობას ფლობდა, თუმცა ბოლო მეოთხედში „ინდიანამ“ მეტოქე დაჯაბნა და გამარჯვების მოპოვება შეძლო.
„ინდიანას“ რიგებში ყველაზე მეტი ქულა ბენედიქტ მატურინმა ჩააგდო (27 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი), ტაირიზ ჰალიბერტონს კი სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა (22 ქულა, 9 მოხსნა, 11 ასისტი).
რაც შეეხება „ოკლაჰომას“, ყველაზე შედეგიანები ჯეილენ უილიამსი (26 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი) და შეი გილჯეს-ალექსანდერი (24 ქულა, 8 მოხსნა, 4 ასისტი) იყვნენ. ორმაგი დუბლი გაიფორმა „თანდერის“ ცენტრმა ჩეტ ჰოლმგრენმა - (20 ქულა, 10 მოხსნა, 2 ასისტი).
სუპერფინალის შემდეგი მატჩი 14 ივნისს ინდიანაპოლისში გაიმართება.