„ნებისმიერი მცველის მოტყუება შეუძლია“ | Givemesport-ის ოქროს ბურთის რეიტინგში კვარა მეშვიდეა
ევროპული გამოცემები ოქროს ბურთის ჯილდოზე აქტიურად წერენ და თავიანთ რეიტინგებს აქვეყნებენ. ამჯერად, პრესტიჟული ჯილდოს მოგების ფავორიტების სია Givemesport-მა შემოგვთავაზა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მეშვიდე ადგილზე გაიყვანა.
„პარი სენ-ჟერმენს სურდა, ეჩვენებინა, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგების სურვილი და განზრახვა ჰქონდა და გადაწყვიტა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, ერთ ფეხბურთელზე ყოფილიყო ორიენტირებული. საუბარი ხვიჩა კვარაცხელიაზეა - ნაპოლის ქართველ გარემარბზე, რომელიც თავის ფლანგზე არავის ინდობდა და მთელი ევროპის ყურადღება მიიქცია. ინტერესის მიუხედავად, კვარაცხელია ამბიციურმა პარი სენ-ჟერმენმა გაიფორმა და ხვიჩა გუნდისთვის, მეტოქეთა დაცვის ხაზების გამრღვევ საშუალებად იქცა.
კვარაცხელია ძალიან სწრაფია, მაგრამ დანარჩენებისგან გამოარჩევს ის თუ რის გაკეთება შეუძლია, როდესაც ბურთთან ერთად, მაღალ სისწრაფეზე მოძრაობს. გინდათ გარემარბი, რომელიც ორივე ფეხს იყენებს და ალბათ, ნებისმიერი მცველის მოტყუება შეუძლია? შორს არ წახვიდეთ. ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ერთ დროს პრემიერ ლიგის კლუბებს უკავშირებდნენ, სწორედ ასეთი გარემარბია. პრემიერ ლიგის წარმომადგენლებს შეეძლოთ, ასეთი ტალანტისა და არაპროგნოზირებადობის მქონე ფეხბურთელი კარგად გამოეყენებინათ“.
ცნობისთვის, Givemesport-ის რეიტინგში, პირველ ადგილს უსმან დემბელე იკავებს. ფრანგ ფეხბურთელს ლამინ იამალი მოსდევს, ვიტინია მესამეა, რაფინია - მეოთხე, მოჰამედ სალაჰი - მეხუთე, დეზირე დუე - მეექვსე.