მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„ძალიან უცნაურია, რაც მოხდა“ | მერაბმა ომალი გააკვირვა და შონმა მანქანა შეაქო

მერაბ დვალიშვილის ყოფილმა მეტოქემ, შონ ომალიმ „მანქანასთან“ გამართულ ჩხუბზე ილაპარაკა. „შუგამ“ აღიარა, რომ დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია და არ დამალა, რომ მისმა სიძლიერემ გააოცა.

„მეორე ჩხუბისთვის უკეთესად მოვემზადე და კემპისას, საუკეთესო მებრძოლებთან ვვარჯიშობდი. კარგ ბიჭებთან ვიმუშავე და ძალიან უცნაურია, რაც მოხდა... ოქტაგონზე, დვალიშვილი ძალიან კომპაქტური და ძლიერი იყო. ბევრი ვერაფერი გავაკეთე. ის ყველა დროის საუკეთესო სუპერმსუბუქწონოსანი მებრძოლია.

დამწუხრებული არ ვარ, პირიქით, ბედნიერი ვარ. ორთაბრძოლის შედეგით ოდნავ იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ სევდასა და მწუხარებას არ ვგრძნობ. რამდენიმე კვირას დავისვენებ და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება. UFC-იმაც მითხრა, რომ ჩემთან მიმართებით, გეგმები შემუშავებული არ აქვს და არ იციან, რა უნდა გააკეთონ. ასე რომ, დასვენება კარგი ვარიანტია“.

შეგახსენებთ, რომ ომალისთან გამარჯვების შემდეგ, „მანქანა“ UFC-ის Pound for Pound რეიტინგში დაწინაურდა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. დვალიშვილმა ჯონ ჯონსს გადაუსწრო და მხოლოდ ისლამ მახაჩევს ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესამე ლიგიდან ევროპის ჩემპიონატამდე (U21) | სვანაძემ ბედოშვილზე ისაუბრა
მესამე ლიგიდან ევროპის ჩემპიონატამდე (U21) | სვანაძემ ბედოშვილზე ისაუბრა