რამაზ სვანაძე, ვახო ბედოშვილი
Aa
Aa

მესამე ლიგიდან ევროპის ჩემპიონატამდე (U21) | სვანაძემ ბედოშვილზე ისაუბრა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პოლონეთთან მატჩის წინ ჟილინაში, „შტადიონ პოდ დუბნიოზე’’ პრესკონფერენცია გამართა.

2024 წლის სეზონში ვახო ბედოშვილი მესამე ლიგის „ორბის'' ფეხბურთელი იყო, ახალი წლიდან უმაღლესი ლიგის „გარეჯშია'', ახლა კი ევროპის ჩემპიონატზეა და შესაძლოა მისი სახით ჩემპიონატის აღმოჩენა ვიხილოთ. მისი კარგი სათამაშო ფორმა და საფეხბურთო „თავხედობა'' ამის თქმის საფუძველს გვაძლევს.

რამაზს ვახო ბედოშვილზე ვკითხე, თუ როგორ ადაპტირდა ნაკრებში არსებულ გარემოსთან, რა პიროვნული თვისებები გამოავლინა. მთავარმა მწვრთნელმა ბედოშვილზე ვრცლად გვიპასუხა.

რამაზ სვანაძე ვახო ბედოშვილზე: „დარწმუნებული ვარ ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა, მაგრამ მესამე ლიგაში ყოფნისას ამის წარმოდგენაც გაუჭირდებოდა, მესამე ლიგაში ხომ ცოტა ხნის წინ იყო. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა და ბედოშვილის გამოძახებაც ამის დასტურია, ამის ნათელი მაგალითია.

მის პიროვნულ თვისებებსა და საფეხბურთო უნარებზე ინფორმაცია გვქონდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა მესამე ლიგაში თამაშობდა. მისთვის ფეხბურთი პრიორიტეტია. მუდმივად შრომობს და პროგრესზეა ორიენტირებული.

ჩვენ ერთი გუნდი ვართ, მისი ნაკრებში ინტეგრირება მნიშვნელოვანია, რადგან ბიჭების დიდი უმრავლესობა დიდი ხანია ერთად მოდის, ეს ფეხბურთელები ასაკობრივ ნაკრებებში ერთად თამაშობდნენ და ვახო გუნდის სრულფასოვან წევრად მივიღეთ.

ვახოსთვის ევროპის ჩემპიონატი დიდი მოვლენაა. სავარჯიშო პროცესში ყოველთვის ბოლომდე იხარჯება’’.

ევრო 2025 წლის ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ხვალ ჟილინაში პოლონეთს დაუპირისპირდება, თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ასევე გეტყვით, რომ რამაზ სვანაძის გუნდი14 ივნისს საფრანგეთს და 17 ივნისს პორტუგალიას შეხვდება.

დიმა შარიქაძე ჟილინადან კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატი (U21) როგორც დიდი ტრამპლინი | აზაროვმა თავის მომავალზე ისაუბრა
ევროპის ჩემპიონატი (U21) როგორც დიდი ტრამპლინი | აზაროვმა თავის მომავალზე ისაუბრა