ლუკა ხარატიშვილი
Aa
Aa

გამარჯვება მხოლოდ ჩემმა მომენტმა არ განაპირობა | ხარატიშვილის შეფასება

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპი საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო, რამაზ სვანაძის გუნდმა დრამატულ შეხვედრაში პოლონეთს აჯობა (იხილეთ ვრცლად).

გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი ლუკა ხარატიშვილმა შეიტანა, რომელმაც მატჩის მიწურულს, როცა ანგარიში სვანაძის გუნდის სასარგებლოდ იყო, საქართველოს ნაკრები გოლისგან იხსნა.

ლუკა ხარატიშვილი: „რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ, რომ გავიმარჯვეთ. ამ ეტაპზე პირველ ადგილზე ვართ. ეს გამარჯვება მხოლოდ ჩემმა მომენტმა არ განაპირობა (მატჩის მიწურულს მოგერიებულ ბურთს გულისხმობს), ზოგადად გუნდი მზად ვიყავით გამარჯვებისთვის.

ქართველი ქომაგების თანადგომა ძალიან დიდი ძალაა, მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენს გვერდით არიან. დიდი მადლობა მათ, რომ ჩამოვიდნენ და მხარს გვიჭერენ. ძალიან დიდი ემოციებია. როცა საზღვარგარეთ ხარ და სტადიონზე ქართველებს ხედავ, ეს ძალიან დიდი მუხტია, გეხმარება კარგად ითამაშო და მომენტებიდან არ გამოეთიშო.

თამაშის შემდეგ არავისთვის დამირეკავს. გარეთ შეყვარებული მელოდება... უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის’’.

C ჯგუფის მეორე შეხვედრაში პორტუგალია-საფრანგეთი 0:0 დასრულდა. ასე რომ პირველი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 3 ქულით ლიდერია. მეორე ტურში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები კვლავ ჟილინაში ითამაშებს, მეტოქე საფრანგეთი იქნება, ორივე შეხვედრა 14 ივნისს გაიმართება.

დიმა შარიქაძე ჟილინადან კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სვანაძე: აქ დიდხანს დარჩენას ვაპირებთ, არაფერს დავთმობთ
სვანაძე: აქ დიდხანს დარჩენას ვაპირებთ, არაფერს დავთმობთ