თრილერი ბოლო წუთებზე - საქართველომ პოლონეთს 94-ე წუთზე მოუგო
სლოვაკეთში დღეს ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო, სადაც პირველი ტურის შეხვედრა გამართა საქართველოს ნაკრებმა, რომელიც პოლონეთს დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა
რამაზ სვანაძის გუნდმა შეხვედრა მძიმედ დაიწყო და საწყის 20 წუთში ძირითადად თავის დაცვა უწევდა. ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ხაზი ამოწია, ბურთის კონტროლიც დაიწყო და უფრო მწვავედ ათამაშდა. ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმის სტარტი ამჯერად ქართველი ფეხბურთელების იყო. 55-ე წუთზე კუთხურს საჯარიმოში ლომინაძის კარგი თამაში მოჰყვა და ანგარიშიც გაიხსნა.
პოლონელები გააქტიურდნენ, უპირატესობაც დაიბრუნეს, რასაც 73-ე წუთზე პენალტი და კალუჟინსკის გოლი მოჰყვა.
სვანაძის გუნდმა გაშვებული გოლის შემდეგ უპირატესობა დაიბრუნა. ცვლილებებმაც გაამართლა. გორდეზიანი, ძმები მამაგეიშვილები და იეგოიანი თამაშში კარგად ჩართო. ჩვენი შეტევები სულ უფრო მწვავე ხდებოდა.
კულმინაცია 94-ე წუთზე იყო. გიზი მამაგეიშვილმა ბოლომდე იბრძოლა, ბურთი მოინადირა, რასაც გააზრებული შეტევა, მაისურაძის ფლანგიდან შესვლა და გორდეზიანის გოლი მოჰყვა.
97-ე წუთზე პოლონეთმა გაიბრძოლა, მომენტიც შექმნა, თუმცა ლუკა ხარატიშვილმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გადაარჩინა.
ამრიგად, C ჯგუფში პორტუგალია საფრანგეთის 0:0-ის შემდეგ, ერთპიროვნული ლიდერი საქართველოს ნაკრებია. 14 ივნისს ჩვენი მომდევნო მეტოქე საფრანგეთი იქნება.
მატჩის მიმოხილვა