საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

ევრო 2025: ესპანეთისა და სლოვაკეთის 5-გოლიანი დრამა

სლოვაკეთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო. გახსნითი შეხვედრა მასპინძლებსა და ესპანელ ფეხბურთელებს შორის შედგა და 5-გოლიანი დრამაც ვიხილეთ - ესპანელებმა 3:2 მოიგეს.

ესპანელებმა შეხვედრა დამაჯერებლად დაიწყეს და ტაიმი 2:0-იც მოიგეს. მარკ პუბილიმ და მატეო ჯოსეფმა სლოვაკების კარი ორწუთიან მონაკვეთში აიღეს და „ფურია როხას“ შესვენებაზე კომფორტული ფორით გასვლის საშუალება მისცეს.

მასპინძლებმა მეორე ნახევარი აგრესიულად დაიწყეს. კოპაშეკმა და სუსლოვმა 48-ე და 53-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენეს.

თუმცა, 15-20 წუთის შემდეგ, ესპანელები გონს მოვიდნენ და თამაშზე კონტროლი დაიბრუნეს, რის შემდეგაც სლოვაკებს მხსნელად მათი მეკარე ლუბომირ ბელკო ევლინებოდათ, რომელმაც დიდებული „სეივები“ შემოგვთავაზა, თუმცა 90-ე წუთზე სეზარ ტარეგას ვერაფერი მოუხერხა და ესპანეთმა საბოლოო ჯამში მაინც ლოგიკური გამარჯვება მოიპოვა.

A ჯგუფში თავიანთ შეხვედრას მოგვიანებით იტალია და რუმინეთი გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრაიდის ლოგოს დამალვის გამო - მატიჩი 2 მატჩით დასაჯეს
პრაიდის ლოგოს დამალვის გამო - მატიჩი 2 მატჩით დასაჯეს