„მისი გენეტიკა უნდა შევისწავლოთ“ | სენ-პიერის მწვრთნელი მერაბის კარდიოთი გაოგნებულია
UFC-ის ლეგენდარული კანადელი მებრძოლის, ჟორჟ სენ-პიერის მწვრთნელმა, ფირას ზაჰაბიმ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ზაჰაბი „მანქანისა“ და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დვალიშვილის გენეტიკა შესასწავლია.
„გამორიცხულია, ახსნა, დვალიშვილს ასეთი კარდიო საიდან და როგორ აქვს. არ არსებობს არანაირი პროგრამა, რომელიც ასეთ შედეგს მოგიტანს. შეგიძლიათ, დვალიშვილის ყველა ვარჯიში გაიმეოროთ, კვების იგივე რაციონი გქონდეთ და გააკეთოთ ის, რასაც მერაბი აკეთებს, მაგრამ ასეთ გამძლეობას მაინც ვერ ჩამოიყალიბებთ.
ვფიქრობ, დვალიშვილის საიდუმლო გენებშია. კარდიოს განვითარება შეიძლება, მაგრამ ამ ადამიანს აქვს გენეტიკა, რომელიც შესასწავლია. დვალიშვილი ლაბორატორიაში უნდა მოვათავსოთ და დავაკვირდეთ“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა. პირველად, მან იგივე უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ გააკეთა და რუსი მებრძოლი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „მანქანამ“ ომალის მახრჩობელა ილეთით მოუგო.