„საინტერესო მებრძოლია, მაგრამ...“ - მანქანას მწვრთნელმა სენდჰეგენზე ილაპარაკა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა ამავე დივიზიონის მეოთხე ნომერზე, კორი სენდჰეგენზე ილაპარაკა, რომელიც შესაძლოა „მანქანას“ მომდევნო მეტოქე გახდეს.
ვუდის თქმით, კორი შესანიშნავი მებრძოლია და მასზე დაკვირვება მოსწონს.
„ის ძალიან საინტერესო მებრძოლია და ვფიქრობ მას აქვს ბევრი ინსტრუმენტი და რამ, რასთანაც სირთულეები გაჩნდება, მაგრამ არ მჯერა, რომ ეს იმისგან რამით განსხვავებული იქნება, რაც მერაბს ადრე უნახავს. ჩემი აზრით, მხიარული ბრძოლა გამოვა. თუმცა აი, რისი თქმა შემიძლია: მერაბი ამ საკითხში წინ წასვლას აპირებს. ვფიქრობ, ამ სტილში ადრეც გვიბრძოლია. კორი კარგი ბიჭია, მოხერხებული, მაგრამ მერაბს ვიცნობ და ვიცი, რა შეუძლია“, - თქვა ვუდმა.
შეგახსენებთ, რომ „მანქანამ“ სატიტულო ჩხუბში პირველი ფინიში გაიფორმა და შონ ომალი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.
დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-13 გამარჯვება იზეიმა და ისეთ ლეგენდებს გაუთანაბრდა, როგორებიც ხაბიბ ნურმაგომედოვი, მაქს ჰოლოუეი, ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი და დემეტრიუს ჯონსონი არიან.
რაც შეეხება სენდჰეგენს, მან ბოლოს მაისში იჩხუბა და დეივისონ ფიგერედო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.