მერაბ დვალიშვილი, ალეშანდრე პანტოჟა
Aa
Aa

„ეს ჩხუბი ბევრს დააინტერესებს“ - დვალიშვილმა პანტოჟაზე ილაპარაკა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ალეშანდრე პანტოჟაზე ილაპარაკა, რომელიც უმსუბუქეს წონით კატეგორიაში გამოდის.

„მანქანამ“ თქვა, რომ მზადაა ბრაზილიელ მებრძოლს ეჩხუბოს, თუ ის დივიზიონს შეიცვლის.

„დიახ, თუ ის ჩემს წონაში ამოვა, ხოლო UFC დაინტერესდება ამ ორთაბრძოლით, არანაირი პრობლემა არ მაქვს. დარწმუნებული ვარ, ბევრს დააინტერესებს ეს ჩხუბი. მე პატივს ვცემ პანტოჟას. ის ჩემთვის ძალიან რთული მეტოქე გახდება. თუ პანტოჟა და UFC ამას მოინდომებენ, არანაირი პრობლემა არ მექნება“, - თქვა ქართველმა მებრძოლმა.

შეგახსენებთ, რომ „მანქანამ“ სატიტულო ჩხუბში პირველი ფინიში გაიფორმა და შონ ომალი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-13 გამარჯვება იზეიმა და ისეთ ლეგენდებს გაუთანაბრდა, როგორებიც ხაბიბ ნურმაგომედოვი, მაქს ჰოლოუეი, ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი და დემეტრიუს ჯონსონი არიან.

რაც შეეხება პანტოჟას, 34 წლის ბრაზილიელი უმსუბუქესი წონის ჩემპიონია. მან ჩემპიონის ტიტული 2023 წლის ივლისში, ბრენდონ მორენოსთან ჩხუბში მოიპოვა, მას შემდეგ კი ქამარი ბრენდონ როივალთან, სტივ ერცეგთან და კაი ასაკურასთან ჩხუბებში დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი მოკვლა სცადეს და ახლა პრობლემა აქვთ“ | რეი ლონგომ მერაბზე ისაუბრა
„მისი მოკვლა სცადეს და ახლა პრობლემა აქვთ“ | რეი ლონგომ მერაბზე ისაუბრა