ნემანია მატიჩი
Aa
Aa

პრაიდის ლოგოს დამალვის გამო - მატიჩი 2 მატჩით დასაჯეს

„ლიონის“ სერბი ნახევარმცველი, გიორგი მიქაუტაძის გუნდელი ნემანია მატიჩი ლიგა 1-მა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

ამის მიზეზი სათამაშო მაისურზე LGBTQ  დროშის დაფარვა იყო. მატიჩმა ეს შეგნებულად გააკეთა და შეხვედრაში მონაწილეობა ასე მიიღო. შემდეგ მან ახსნა, რომ ამგვარად მისი სარწმუნოებიდან (მართლმადიდებელი ქრისტიანი) გამომდინარე მოიქცა.

მსგავსი სასჯელი დაეკისრა „ლე ავრის“ თავდამსხმელს აჰმედ ჰასანსაც (მუსლიმია და მანაც იმავე მიზეზი დაასახელა, რაც მატიჩმა), რომელმაც მატიჩის ქმედება გაიმეორა. დისკვალიფიკაციის გარდა, ორივე მოთამაშეს ლიგა 1-მა ფეხბურთში ჰომოფობიასთან საბრძოლველად ცნობიერების ამაღლების კურსებზე დასწრება შესთავაზა. ფეხბურთელების პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

საინტერესოა, რომ მესამე მოთამაშემ, „ნანტის“ თავდამსხმელმა მოსტაფა მოჰამედმა, ცისარტყელის დროშიანი მაისურით მატჩში მონაწილეობის მიღებაზე მთლიანად უარი თქვა მოედანზე არ გასულა. თუმცა ის ყოველგვარ სასჯელს გადაურჩა. მოჰამედმა მოგვიანებით განმარტა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, იგი მხარს უჭერს პატივისცემასა და შემწყნარებლობას. ამ კამპანიაში კი იგი მონაწილეობას ვერ მიიღებდა, რადგან მისი რელიგიური ღირებულებები ამ ყველაფერთან თანხვედრაში ვერ მოდის.

სკანდალის საპასუხოდ, საფრანგეთის სპორტის მინისტრმა მარი ბარსაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფეხბურთი უნდა მოერგოს ცვალებად სოციალურ ნორმებს და მოითხოვა ჰომოფობიური ქცევის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდეს.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ UEFA და FIFA მათ მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე უკვე რამდენიმე წელია LGBTQ დროშის ფერებსა და მათთან დაკავშირებულ ნებისმიერ აქტივობას კრძალავს, რადგან ამას პოლიტიკურ ჟესტად თვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი მოკვლა სცადეს და ახლა პრობლემა აქვთ“ | რეი ლონგომ მერაბზე ისაუბრა
„მისი მოკვლა სცადეს და ახლა პრობლემა აქვთ“ | რეი ლონგომ მერაბზე ისაუბრა