ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„როგორც საბმიშენით, ისე ნოკაუტით მოგება შეუძლია“ - ილიას მწვრთნელი

UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში ილია თოფურიას დებიუტამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. „მატადორი“ ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბისთვის მზადებას განაგრძობს, მანამდე კი ცნობილ ესპანელ ჟურნალისტს, ალვარო კოლმენეროს ილიას ჯიუ-ჯიცუს მწვრთნელი მანი ტავანაეი ესაუბრა.

რას ამბობს თოფურიას მწვრთნელი:

„თუ ილიას ჩხუბების სტატისტიკას გაეცნობით, მან საბმიშენით არაერთხელ მოიგო. ის, რომ UFC-ში მას საბმიშენით მხოლოდ ერთი მოგება აქვს, საერთოდ არაფერს ნიშნავს. მას ძალიან მაღალ დონეზე შეუძლია პარტერში მუშაობა და თუ ბრძოლა პარტერში გადაინაცვლებს და ილიას საკუთარი უნარების ჩვენება დასჭირდება, ამას აუცილებლად იზამს.

დარწმუნებული ვარ, რომ ილიას შეუძლია, ოლივეირას საბმიშენით მოუგოს. ილიას შეუძლია, მოიგოს საბმიშენითაც და ნოკაუტითაც - ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განვითარდება ჩხუბი და რას ჩათვლის საჭიროდ ილია“.

ცნობისთვის, ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას სატიტულო ჩხუბი 29 ივნისს გაიმართება და UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი გენეტიკა უნდა შევისწავლოთ“ | სენ-პიერის მწვრთნელი მერაბის კარდიოთი გაოგნებულია
„მისი გენეტიკა უნდა შევისწავლოთ“ | სენ-პიერის მწვრთნელი მერაბის კარდიოთი გაოგნებულია