პიოტრ იანი: თეთრ სახლში ომალის წინააღმდეგ? ეს ძალიან მაგარი იქნება
სუპერმსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონი, პეტრ იანი, შონ ომალის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ აპირებს რუს მებრძოლს თეთრ სახლში გასანართ ქარდზე დაუპირისპირდეს, მას შემდეგ, რაც იანვარში სონგ იადონგს დაამარცხებს.
„რუსეთის დროშის აღმართვა თეთრ სახლში – ეს საერთოდ ძალიან მაგარი იქნება! წარმოგიდგენიათ? მაგრამ, კიდევ ერთხელ, ჩემი მწვრთნელი, ქაირათ ამირხანოვიჩი, ამის წინააღმდეგია. ის წინააღმდეგია, რომ მე თეთრ სახლში ვიბრძოლო. მე კი ვფიქრობ, რომ, პირიქით, ეს მაგარი იქნება. დაე, მან თქვენთვის თავად დაასაბუთოს, თუ რატომ,“
– თქვა იანმა პრესკონფერენციაზე.
„ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, რომელსაც ვიზა არ აქვს, ტერიტორიულად, საუკეთესო ადგილებია – აბუ-დაბი, საუდის არაბეთი, შესაძლოა, მაკაო,“
– განმარტა ქაირათ ნურმაგანბეტოვმა.
„მას არ უნდა, რომ მე მის გარეშე წავიდე თეთრ სახლში, გესმით,“
– სიცილით დაამატა იანმა.
გასულ კვირას რუსი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ორგზის ჩემპიონი გახდა. იანმა ხუთი რაუნდის შედეგად მერაბ დვალიშვილი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.