მაიკ ტაისონი, მერაბ დვალიშვილი, ჩეილ სონენი
Aa
Aa

„ტაისონი ამას არასოდეს დაუშვებდა“ - სონენმა დვალიშვილზე ისაუბრა

UFC-ის ყოფილი მებრძოლი და ამჟამად ექსპერტი ჩეილ სონენი მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლას ეხმიანება. კერძოდ, მან და ორგანიზაციის ყოფილმა ორმაგმა ჩემპიონმა, დენიელ კორმიემ საკუთარ პოდკასტში იმაზე ისაუბრეს, რომ პანტოჟა-ვენის ჩხუბი ძალიან მალე დასრულდა და დვალიშვილმა იანთან დაპირისპირების წინ მოთელვის დასრულება ვერ მოასწრო.

„ბევრი იტყვის, რომ ეს უბრალოდ თავის მართლებაა, მაგრამ თუ ჩხუბამდე სათანადოდ არ გახურდები, ეს არა მხოლოდ შენს ფიზიკურ, არამედ ემოციურ მდგომარეობაზეც აისახება“, - აღნიშნა კორმიემ, რასაც სონენმა ასე უპასუხა:

„გეთანხმები, თავის მართლების ეპოქაში ხალხი ამას ყურადღებას არ მიაქცევს, მაგრამ ეს მართლაც მნიშვნელოვანია. მებრძოლი ბრძოლის ვიზუალიზაციას მას შემდეგ ცდილობს, რაც კონტრაქტს მოაწერს ხელს, და როდესაც ბოლო მომენტში რაღაც იცვლება, ეს ძალიან გაწვება.

კრივში მაიკ ტაისონი თავის კონტრაქტში ყოველთვის უთითებდა დროს, როდესაც მას გასახდელი უნდა დაეტოვებინა და მოთელვა დაეწყო - ამას მაიკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამის მიზეზი სწორედ ეს იყო - დათქმულ დროზე ადრე ტაისონი გასახდელს არ დატოვებდა“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დვალიშვილის ახლო მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა საკუთარ პოდკასტში განაცხადა, რომ მერაბმა მოთელვა ბრენდანი-ტაირას ჩხუბის დასრულების შემდეგ დაიწყო და პანტოჟას სწრაფი მარცხის გამო პროცესი ბოლომდე ვერ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გიგა ამ სპორტის ლეგენდაა“ - ჭიკაძის მეტოქე მომავალ ბრძოლაზე
„გიგა ამ სპორტის ლეგენდაა“ - ჭიკაძის მეტოქე მომავალ ბრძოლაზე