ომალი: მე და პიოტრ იანი თეთრ სახლში ვიჩხუბებთ
სუპერმსუბუქ წონაში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი შონ ომალის ეჭვი არ ეპარება, რომ მისი მომდევნო მეტოქე პიოტრ იანი იქნება, თუ კი თავად სონგ იადონგს დაამარცხებს.
„ბევრი საინტერესო ბრძოლაა. უმარი პიოტრ იანის წინააღმდეგ – თუ ამას მოაწყობენ, არ გავბრაზდები. ეს კლასიკური ბრძოლა იქნება. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ თუ გავალ და სონგს დავამარცხებ, მაშინ პიოტრს თეთრ სახლში შევებრძოლები. უბრალოდ არ მესმის, სუპერმსუბუქ წონაში რომელი ბრძოლა შეიძლება იყოს ამაზე დიდი.
უმარი პიოტრის წინააღმდეგ დიდი ბრძოლაა, მაგრამ ის ნამდვილად არ არის იმაზე დიდი, ვიდრე ჩვენი სატიტულო რევანში პიოტრთან თეთრ სახლში. არ მგონია, რომ დივიზიონში ამაზე მასშტაბური დაპირისპირება იყოს,“
– თქვა ამერიკელმა მებრძოლმა თავისი პოდკასტის მორიგ გამოშვებაში.
გასულ კვირას პიოტრ იანმა სუპერმსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა. რუსმა მებრძოლმა ხუთი რაუნდის შედეგად მერაბ დვალიშვილი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ხოლო შონ ომალისა და სონგ იადონგის ბრძოლას UFC 324-ზე ვიხილავთ, რომელიც 24 იანვარს ლას-ვეგასში გაიმართება.