ჰენრი სეხუდო: იანი ჯერ უმარს უნდა შეხვდეს, შემდეგ კი მერაბს
UFC-ის ყოფილი ორმაგი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო მიიჩნევს, რომ შემდეგ ბრძოლაში პიოტრ იანი უმარ ნურმაგომედოვს უნდა შეხვდეს.
სეხუდო ასევე თავის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს.
„იანი შესანიშნავი, შესანიშნავი ბიჭია. გამოვიდა და დაამარცხა მერაბ დვალიშვილი. შეიძლება ითქვას, რომ პიოტრ იანი ერთ-ერთი უდიდესი მებრძოლია. დაბრუნდა ასეთ სიტუაციაში, ჰქონდა არასასიამოვნო სერია და აი, მან გაიმარჯვა. ეს მართლაც მაგარი ბრძოლა იყო, მაგარი შურისძიება. შესანიშნავი რევანში. შემიძლია მხოლოდ მივულოცო მას.
უნდა იყოს თუ არა ტრილოგია? დიახ. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ტრილოგია დაუყოვნებლივ უნდა იყოს. ჯერ იანი უმარ ნურმაგომედოვს უნდა შეებრძოლოს. შემდეგ კი უკვე მერაბი. ეს დიდი ბრძოლა იქნება,“
– თქვა სეხუდომ.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილსა და იანს შორის სატიტულო ბრძოლა UFC 323-ზე რუსის გამარჯვებით დასრულდა - პიოტრმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.