ტაისონ ფიური, ენტონი ჯოშუა
Aa
Aa

თითქმის გადაწყდა - 2026 წელს ფიური ჯოშუას ბრძოლას ვიხილავთ

ტაისონ ფიური ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ - ეს ბრძოლა ახლა რეალობასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

ბრიტანელ მძიმეწონოსნებს რინგი არასოდეს გაუყვიათ, მაგრამ ახლა ეს ბრძოლა რეალობად ქცევასთან ძალიან ახლოსაა.

გამოცემა The Ring იუწყება, რომ კრივის მძიმე წონის ყოფილ მსოფლიო ჩემპიონებს შორის ბრძოლა დაგეგმილია 2026 წელს Riyadh Season-ის ქარდის მთავარ მოვლენად, მაგრამ სანამ ეს რეალობად იქცევა, ფიურიმ და ჯოშუამ წლის დასაწყისში თითო-თითო ორთაბრძოლა სხვა მეტოქეების წინააღმდეგ უნდა გამართონ.

ფაქტობრივად, „ბოშათა მეფესთან“ შეხვედრამდე ენტონი ჯოშუა ორ ორთაბრძოლასაც კი ჩაატარებს, რადგან 19 დეკემბერს მაიამიში ჯეიკ პოლის წინააღმდეგ აქვს დაგეგმილი გამოსვლა.

ტაისონ ფიური კარიერას ოლექსანდრ უსიკთან ორი მარცხის შემდეგ განაახლებს, რომელთანაც მსაჯების ცალკეული და ერთსულოვანი გადაწყვეტილებებით დამარცხდა, ხოლო ენტონი ჯოშუამ ბოლო ორთაბრძოლაში მეხუთე რაუნდში ნოკაუტით წააგო დანიელ დიბუასთან IBF-ის ტიტულისთვის ბრძოლაში.

ფიურისა და ჯოშუას ბრძოლა მრავალი წელია განიხილება, და მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირების სასწორზე საჩემპიონო ქამრები არ იდგმება, ბრიტანელთა ჯახი მაინც მიიქცევს ყურადღებას და მომავალ წელს კრივის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები