პიოტრ იანი, უმარ ნურმაგომედოვი, უსმან ნურმაგომედოვი, დეივისონ ფიგერედო
Aa
Aa

„მთავარია ფიგერედო დააფინიშოს“ - უსმანისთვის უმარი ტიტულის პრეტედენტია

UFC-ის სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში დიდი არეულობაა. პიოტრ იანთან წაგებული ბრძოლის დასრულებისთანავე მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ მას ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმა პირობა მისცა, რომ კარგად დასვენების შემდეგ პირდაპირ სატიტულო ჩხუბში მონაწილეობის საშუალებას მისცემს, რაც იმას ნიშნავს, რომ იანთან რემატჩის შანსი უმოკლეს დროში ექნება. მოვლენების ასეთ განვითარებას არ ეთანხმება, უმარ ნურმაგომედოვის გუნდის წევრი, მისი ნათესავი და PFL-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი უსმან ნურმაგომედოვი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„უმარი პიოტრის წინააღმდეგ მთელი რუსეთისთვის უდიდესი ბრძოლა იქნება. რაზე, ან ვისზეა დამოკიდებული მოვლენათა ასეთი განვითარება? პირველ რიგში უმარზე, რომელიც თუ დეივისონ ფიგერედოს პირველივე რაუნდში დააფინიშებს და დამაჯერებლად დაამარცხებს, მაშინ აუცილებლად ტიტულის პრეტედენტი გახდება.

ჩემი ნათესავი ქამრისთვის ალბათ რამადანის შემდეგ იბრძოლებს, იქამდე კი ფიგერედოსთვის კარგად უნდა მოემზადოს, რაზეც მთელი ჩვენი გუნდი ვიშრომებთ. იმედია, უმარ ნურმაგომედოვისა და პიოტრ იანის დაპირისპირებას აბუ-დაბი უმასპინძლებს, რადგან ასეთ შემთხვევაში აჟიოტაჟი ორმაგად გაიზრდება“.

შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ ორი ბრძოლის გამართვის შემდეგ PFL-თან კონტრაქტს გაწყვეტს, რაც იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ UFC-ში კიდევ ერთი ნურმაგომედოვი გამოჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცარუკიანთან შანსი არ აქვს“ | უსმან ნურმაგომედოვმა თოფურიაზე ისაუბრა
„ცარუკიანთან შანსი არ აქვს“ | უსმან ნურმაგომედოვმა თოფურიაზე ისაუბრა