ბაკლი: მახაჩევი ქვესაშუალო წონისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს
UFC-ის ამერიკელი მებრძოლი, ხოაკინ ბაკლი მახაჩევის მიერ დივიზიონის შეცვლას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც ბელალ მუჰამედი ჯეკ დელა მადალენასთან დამარცხდა და საჩემპიონო ქამარს დაემშვიდობა, ისლამმა მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო წონაში ავიდა.
„ისლამი ქვესაშუალო წონისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს ამ ეტაპზე ყველაზე სიღრმისეული და ძლიერი წონითი კატეგორიაა. საქმე მარტო ჩემში არაა - აქ არიან ისეთი მებრძოლები, როგორიცაა იან გარი, შავკატ რახმონოვი, შონ ბრედი. ისლამს ჯერ კიდევ მოუწევს მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ ამ დივიზიონისთვის მზადაა“, - თქვა ბაკლიმ.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა მსუბუქ წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამარი ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით მოიპოვა, რის შემდეგაც ტიტული ოთხჯერ დაიცვა - ორჯერ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან, თითოჯერ კი დასტინ პორიესთან და რენატო მოიკანოსთან შეხვედრებში.