მეორე მძიმე მარცხი | შერმადინის ნული და 105 ქულა მეტოქისგან
გიორგი შერმადინის „ლაგუნა ტენერიფემ“ „ვალენსიასთან“ მეორე შეხვედრაც წააგო. ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალში, ქართველი კალათბურთელის გუნდი პირველ თამაშში 65:83 დამარცხდა და შანსი არც მეორე შეხვედრაში ჰქონია.
„ვალენსიამ“ პირველი მეოთხედი 23:10 მოიგო, მეორე პერიოდში კი 32:25 იმარჯვა. „ლაგუნა ტენერიფემ“ თამაშის გადარჩენა სცადა, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი გამოუვიდა და საბოლოოდ, 74:105 განადგურდა.
შერმადინს მცირე სათამაშო დრო მიეცა და პარკეტზე მხოლოდ 6 წუთი და 56 წამი გაატარა. ამ დროში, მან ბევრი ვერაფერი მოასწრო და შეხვედრა 0 ქულითა და 2 მოხსნით დაასრულა. მის გუნდში საუკეთესო ბრუნო ფიტიპალდო იყო, რომელმაც 22 ქულა გაიფორმა, ლუის კოსტამ 19 ქულა დააგროვა.
ცნობისთვის, „ვალენსია“ სერიაში 2:0-ს იგებს და მესამე შეხვედრას სტუმრად გამართავს. მატჩი 14 ივნისს არის ჩანიშნული და თბილისის დროით, 23:15-ზე დაიწყება.