ლევანდოვსკისთან კონფლიქტის ფონზე, პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადადგა
პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მიხალ პრობეჟი თანამდებობიდან გადადგა.
მანამდე გუნდი დატოვა ერთ-ერთმა ლიდერმა და „ბარსელონას“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც თქვა, რომ ნაკრები მანამ არ დაბრუნდება, სანამ მისი მთავარი მწვრთნელი პრობეჟი იქნება.
თავად მიხალმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შექმნილ სიტუაციაში, ნაკრებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებად გადადგომა მიაჩნია.
„ამ თანამდებობაზე ყოფნა ჩემი პროფესიული ოცნების ახდენა და ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი ნაწილი იყო“, - თქვა პოლონელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრებში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ლევანდოვსკის კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს.
მის ნაცვლად, გუნდის კაპიტანი პიოტრ ჟელინსკი გახდა და როგორც პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში აღინიშნა, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, პრობეჟმა რობერტს პირადად შეატყობინა.
ლევანდოვსკის ეს არ მოეწონა და ნაკრებიდან წასვლა გადაწყვიტა.
ცნობისთვის, პოლონეთმა 6 ივნისს ითამაშა და მოლდოვას ამხანაგური მატჩი 2:0 მოუგო. ლევანდოვსკის გუნდის მომდევნო მეტოქე ფინეთია, რომელსაც 10 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში დაუპირისპირდება.