ილია ზაბარნი
Aa
Aa

ილია ზაბარნი პსჟ-ში გადადის | სკირა

„ბორნმუთის“ მცველმა, ილია ზაბარნიმ „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის პირობები შეათანხმა. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა წერს.

„ილია ზაბარნი სულ უფრო ახლოსაა პსჟ-ში გადასვლასთან. ცენტრალურმა მცველმა უკვე შეათანხმა კონტრაქტის პირადი პირობები“, - წერს სკირა.

მისივე ინფორმაციით, 22 წლის უკრაინელი ფეხბურთელი პარიზულ კლუბთან 2030 წლამდე მოქმედ კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ზაბარნიმ 39 მატჩი ჩაატარა და 1 ასისტით გამოიჩინა თავი.

უკრაინელი „ბორნმუთის“ ღირსებას 2023 წლის იანვრიდან იცავს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 42 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილით ლიგა 1-ის კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა
დავითაშვილით ლიგა 1-ის კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა