ოფიციალურად - მათეუშ კუნია მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია
მათეუშ კუნიამ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.
„წითელმა ეშმაკებმა“ ბრაზილიელ თავდამსხმელთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, 1 სეზონით გახანგრძლივების ოფციით.
ინგლისურ კლუბს კუნიას „ვულვზიდან“ ტრანსფერი 62,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.
„რთულია სიტყვებით გადმოვცე ის გრძნობა, რომ მანჩესტერ იუნაიტედის მოთამაშე გავხდი. მას შემდეგ, რაც ბავშვობაში პრემიერ-ლიგის თამაშებს ტელევიზორში ვუყურებდი, იუნაუტედი ჩემი საყვარელი ინგლისური გუნდი იყო და წითელი მაისურის ტარებაზე ვოცნებობდი. მოუთმენლად ველოდები სეზონის წინა ვარჯიშებს, რათა გავიცნო ჩემი თანაგუნდელები და სეზონისთვის მოვემზადო. ახლა კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ გულმოდგინედ ვიმუშაო, რათა გუნდის ფასული ნაწილი გავხდე და ამ კლუბს მწვერვალზე დაბრუნებაში დავეხმარო“, - თქვა მათეუშმა.
მიმდინარე სეზონში 25 წლის ბრაზილიელმა 36 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითალა. Transfermarkt-ზე მათეუშის საბაზრო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს.