მათეუშ კუნია მანჩესტერ იუნაიტედში გადადის
Aa
Aa

მათეუშ კუნია მანჩესტერ იუნაიტედში გადადის

მათეუშ კუნია „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადადის. ამის შესახებ Sky Sports-ი წერს.

„წითელი ეშმაკები“ „ვულვზის“ თავდამსხმელში 62,5 მილიონი გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან. ბრაზილიელი ახალ გუნდს პრემიერ ლიგის ბოლო ტურის შემდეგ შეუერთდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბებს შორის პირდაპირი კონტაქტი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ეს ფორმალობად ითვლება.

თავად კუნიას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა სურს, მიუხედავად სხვა კლუბების მხრიდან ინტერესისა - მის წარმომადგენლებთან წინასწარი მოლაპარაკებები გამართეს „არსენალმა“ და „ასტონ ვილამ. გამოსასყიდის გადახდისთვის მზად იყვნენ ასევე არაბული კლუბები.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ბრაზილიელმა 34 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითალა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდეა გათვლილი. Transfermarkt-ზე მათეუშის საბაზრო ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას ბოლო მატჩი მესტალიაზე - ვალენსიას ფანებმა ქართველი ტაშით გააცილეს
მამარდას ბოლო მატჩი მესტალიაზე - ვალენსიას ფანებმა ქართველი ტაშით გააცილეს