ილია სულამანიძე, ეთერ ლიპარტელიანი, გიორგი სარდალაშვილი, ლაშა ბექაური
Aa
Aa

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი | ქართველი ჯუდოკების მეტოქეები

13-დან 20 ივნისის ჩათვლით ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება, სადაც ჩვენი სპორტსმენები ინდივიდუალურ და გუნდურ ასპარეზობაში უმაღლესი შედეგებისთვის იბრძოლებენ.
დღეს ბუდაპეშტში წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც ქართველმა ძიუდოისტებმა საკუთარი მეტოქეების ვინაობა გაიგეს.

-60 კგ წონითი კატეგორია - გიორგი სარდალაშვილი მეორე რაუნდში ანგოლელ ლეონარდო ბაროსს დაუპირისპირდება. ბაროსი მსოფლიო რეიტინგის 41-ე ნომერია.

-66 კგ წონითი კატეგორია - ვაჟა მარგველაშვილი ვილიარ ლიპარდისა და ბაშკუუ იონდონპერენლეის გამარჯვებულს შეხვდება.

-73 კგ წონითი კატეგორია - ლაშა შავდათუაშვილი პირველ შეხვედრას ბულგარელ მარკ ჰრისტოვთან გამართავს (რეიტინგის 36-ე ნომერი). 

-81 კგ წონითი კატეგორია - ტატო გრიგალაშვილის პირველი მეტოქე ლუის პარიკესა და ვედატ ალბაირაკის წყვილის გამარჯვებულია. ზაურ დვალაშვილი ორილიენ ბონფერონის ხვდება.

-90 კგ წონითი კატეგორია - ლუკა მაისურაძე ვუგარ ტალიბოვს ხვდება, ლაშა ბექაურის მეტოქე მილიან რადულისა და ალიაქსანდრ სიდორიკის წყვილის გამარჯვებულია.

-100 კგ წონითი კატეგორია - ილია სულამანიძე უნგრელ შომბორ ვეგს შეხვდება.

+100 კგ წონითი კატეგორია - გურამ თუშიშვილი ოქროს მედლისთვის ბრძოლას სლოვაკ მარიუშ ფიზელთან დაიწყებს.

-57 კგ წონითი კატეგორია - ნინო ლოლაძე პირველ რაუნდში ბინტა ნდიაიეს დაუპირისპირდება. ეთერ ლიპარტელიანი მეორე რაუნდში სამხრეთ კორეელ კიმ ჯუჰეეს შეხვდება.

-63 კგ წონითი კატეგორია - ეთერ ასკილაშვილი პირველი რაუნდიდან დაიწყებს და ჩინელ ჯინ ტანს ეჭიდავება.

+78 კგ წონითი კატეგორია - სოფიო სომხიშვილი პირველ რაუნდში ბრიჯიტ კარაბალის შეხვდება.

გუნდურ ჩათვლას რაც შეეხება, საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ჩინეთია, გამარჯვების შემთხვევაში კი იტალიას ან უნგრეთს დავუპირისპირდებით.

ვაჟები: გიორგი სარდალაშვილი -60 კგ, ვაჟა მარგველაშვილი -66 კგ, ლაშა შავდათუაშვილი -73 კგ, ტატო გრიგალაშვილი -81 კგ, ზაურ დვალაშვილი -81 კგ, ლაშა ბექაური -90 კგ, ლუკა მაისურაძე -90 კგ, ილია სულამანიძე -100 კგ, გურამ თუშიშვილი +100 კგ.

გოგონები: ეთერ ლიპარტელიანი -57 კგ, ნინო ლოლაძე -57 კგ, ეთერ ასკილაშვილი -63 კგ, სოფიო სომხიშვილი +78 კგ.

20 ივნისს, გუნდურ ასპარეზობაში ნაკრებს დაემატებიან: მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, საბა ინანეიშვილი
მარიამ ჭანტურია.

მთავარი მწვრთნელები: ლაშა გუჯეჯიანი, გიორგი თენაძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეთერ ლიპარტელიანი 2024 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენია
ეთერ ლიპარტელიანი 2024 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენია