გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

„ტიტულის მოპოვებაზე რთული მისი დაცვაა“ | სარდალაშვილი მსოფლიოსთვის ემზადება

13 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი მოახლოებული ტურნირისთვის ემზადება და Crystalsport-ის ჯგუფს საკუთარი მიზნები გაუზიარა.

„ოდითგანვე ნათქვამია, რომ ტიტულის დაცვა უფრო ძნელია, ვიდრე მისი მოგება. ამ მოსაზრებას ვეთანხმები და სწორედ ამიტომ, ჩემთვის, ჩემპიონობის შენარჩუნება უფრო დიდი მოტივაციაა. შარშან, მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, მაგრამ შემდეგ ოლიმპიადა იყო, რომელმაც უდიდესი გამოცდილება მომცა. ეს გამოცდილება მეხმარება, ორმაგად ძლიერი ვიყო.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება კარგად მიმდინარეობს და ევროპის ჩემპიონატიც მისი ნაწილი იყო. ახლა, ფიზიკურად ორმაგად უკეთესად ვარ მომზადებული, ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონობა კი ფსიქოლოგიურად ძალიან მეხმარება. როდესაც შეხვედრებისას დარბაზში ქართულ დროშას ვხედავ, ორმაგად მოტივირებული ვხდები და იმედია, ტურნირს ბევრი ქართველი დაესწრება“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ზაურ დვალიშვილი, ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, ეთერ ასკილაშვილი და სოფიო სომხიშვილი იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამოწვევები ელოდება“ | რას წერს The Athletic-ი ლივერპულსა და მამარდაშვილზე
„გამოწვევები ელოდება“ | რას წერს The Athletic-ი ლივერპულსა და მამარდაშვილზე